რით შეგიძლიათ ტუალეტის ქაღალდის ჩანაცვლება და რატომ უნდა თქვათ უარი მასზე

ტუალეტის ქაღალდი

ტუალეტის ქაღალდი არის აუცილებლობა, რომლის გარეშეც თითქმის შეუძლებელია ერთი დღეც კი ნორმალურად ცხოვრება. შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეიძლება ამ მეტად საჭირო ნივთმა უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ტუალეტის ქაღალდი ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ბზარებისა და ინფექციების რისკს, ანალურ და საშარდე გზებში. განსაკუთრებით მავნედ ითვლება არომატიზებული ტუალეტის ქაღალდი. მას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ ალერგია, არამედ კიბოც. ქიმიის დიდი რაოდენობა დადებითად მოქმედებს მხოლოდ ერთ რამეზე, ეს არის სხვადასხვა ბაქტერიების და სოკოების გამრავლება.
რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ტუალეტის ქაღალდი

სველი ხელსაწმენდები ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ადვილად შეცვლის ტუალეტის ქაღალდს. უმჯობესია, გამოიყენოთ საბავშვო, რადგან მათ აქვთ ცოტა მავნე ქიმიკატები და ალერგენები.

არსებობს კიდევ რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, უარი თქვათ ტუალეტის ქაღალდზე ან შეცვალოთ იგი.

შხაპის მიღება

ჩვეულებრივი საპონი და წყალი ქაღალდზე ბევრად უკეთეს საქმეს გააკეთებს და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰემოროიდების რისკს.ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ქაღალდის დამზადება საზიანოა გარემოსთვის და ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ბუასილი და სხვა მძიმე დაავადებები.