დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
საფრანგეთში 24 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციებისას, ქვეყნის მასშტაბით, 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციაში ჩაერთვებიან პოლიციისა და ჟანდარმერიის სპეციალური დანაყოფები, გამოყენებული იქნება ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატებიც.
ლორან ნუნიესის განცხადებით, უსაფრთხოების უპრეცედენტოდ მასშტაბური ზომების მიღება გასულ კვირას მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მაღალმა რისკმა განაპირობა.
ნუნიესმა გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ სამართალდამცველები მკაცრად იმოქმედებენ ძალადობის, ძარცვისა და ვანდალიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ.
„ჩვენ შეურიგებლები ვიქნებით მძარცველებისა და ვანდალების მიმართ. ჩემი მითითებაა, სამართალდამცველებმა მაქსიმალური სიმკაცრე გამოიჩინონ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მანამდე რამდენიმე ქალაქში ნაწილობრივი და ლოკალური კომენდანტის საათის დაწესების ინიციატივაც გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ შესაბამისი ზომების მიღება რეგიონების პრეფექტებს დაავალა.