„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ზაფხულში წონაში დაკლება თითქოს გაცილებით მარტივია, რადგან წლის ამ დროს ძალიან ცხელა, ჭამის მადა ქვეითდება და უმეტესად სითხეებს ვიღებთ, მაგრამ სწორედ ამით იწყება ჯანსაღი გზიდან არაჯანსაღზე გადასვლა.
ნახეთ, რატომ ვერ იკლებთ ზაფხულში წონას:
გამაგრილებელი სასმელები
ლიმონათი, წვენები, გაზიანი სასმელები - ვის წარმოუდგენია ამის გარეშე ზაფხულის ცხელი დღეები? - მსგავსი სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთი სასმელები სისხლში ინსულინის დონის მატებას იწვევს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ სვიის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მიმართ, რომლებიც ზაფხულში ძალიან პოპულარულია.
დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები ერთხმად მოგვიწოდებენ, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს და განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში წყალი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და, შესაბამისად, წონის ეფექტური დაკლებისთვის. გარდა ამისა, ვერცერთი სასმელი ვერ დაგიკმაყოფილებთ წყურვილს ისე, როგორც წყალი.
უსარგებლო მონოდიეტები
ის, რაზეც ზაფხულში აუცილებლად უნდა თქვათ უარი, მონოდიეტებია. ცილების თუ სხვა ცალკეული საკვები ნივთიერების შეზღუდვა, არაგონივრული გადაწყვეტილებაა. ზაფხულში უარის თქმა ბოსტნეულსა და ხილზე, მიუღებელია, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.
უკონტროლო კვება
წონაში კლების მსურველთათვის ყველაზე საშიში დრო, რა თქმა უნდა, დასვენების დროა. ამ დროს ტვინი მომართულია იმისკენ, რომ შეგვიძლია ყველაფერი მივირთვათ, რადგან ასე საფუძვლიანად მხოლოდ ერთხელ ვისვენებთ მთელი წლის მანძილზე, ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემაც მოდუნებულია და გვაქვს განწყობა: „ახლა ყველაფერს შევჭამ და დავლევ, რაც მინდა, მაგრამ როცა შვებულებას მოვრჩები, მაშინვე დიეტაზე გადავალ“.
ამ დროს ორგანიზმი „კვებით სტრესშია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების მატება გარდაუვალია. არ დაგავიწყდეთ, წონაში მატება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისგან თავის დაღწევა, ამიტომ ზომიერება ყველაფერში კარგია. განაგრძეთ კითხვა