„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
მალაიზიელი წყვილი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადგილის მოსანახულებლად გაემგზავრა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ისინი არარსებული ადგილისკენ 3 საათის განმავლობაში მიდიოდნენ, ბოლოს კი ერთ-ერთ სასტუმროს მიადგნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ადგილი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეოში არსებობს.
მოხუცი წყვილი ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა და თვალწარმტაცი საბაგიროს შესახებ ინფორმაცია იკითხა. როგორც თანამშრომელმა თქვა, თავიდან მას ეგონა წყვილი ხუმრობდა. მან ცოლ-ქმარს უთხრა, რომ მსგავსი საბაგირო არ არსებობდა და ქალაქშიც დიდად არაფერი იყო სანახავი.
წყვილმა მას არ დაუჯერა და განაცხადა, რომ ინტერნეტში ნახეს ვიდეო, სადაც ტელეწამყვანი თავად იმყოფებოდა ამ ადგილზე.
თანამშრომელმა ქალმა განმარტა, რომ მათ ნანახი ჰქონდათ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო.
ვიდეოში, ნაჩვენებია ქალი წამყვანი, რომლის ტელეარხიც „TV Rakyat“-ია. ვიდეოში იგი ტრამვაით მგზავრობს და Kuak Skyride-ის შესახებ რეპორტაჟს გადასცემს. წამყვანი ატრაქციონზე მიდის და ტყეებითა და მთებით ტკბება. ის ტურისტების რამდენიმე ჯგუფსაც ესაუბრება, რომლებიც კამერას უღიმიან და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.
ხანდაზმული ქალი სიმართლის გაგების შემდეგ გაბრაზდა და ვიდეოში გამოსახული ჟურნალისტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. მოგვიანებით ვიდეო სავარაუდოდ, სკანდალისა და მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო წაიშალა.
სასტუმროს პერსონალს განაცხადა, რომ მას ქალისთვის მოუწია დაემტკიცებინა, რომ ვიდეოში მყოფი არცერთი ადამიანი რეალური არ იყო.
მალაიზიური საინფორმაციო გამოცემა Says-ის ცნობით, კიდევ ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ მის მშობლებსაც სჯეროდათ ამ ადგილის არსებობის შესახებ. მათ აღნიშნულ ატრაქციონზე წასასვლელად ფურგონიც კი იქირავეს, რომელშიც 2120 აშშ დოლარი გადაიხადეს.