რას „იმახსოვრებს“ მუცლად მყოფი ბავშვი ისეთს, რაც ორსულმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს

ორსული

ბავშვის ზრდა-განვითარებაში ყველა საფეხურს თავისი საფუძველი და დატვირთვა აქვს. მათ შორის არც ღიმილია გამონაკლისი. სანამ ჩვენი ოატარა პირველად გაიღიმებს, ამ მოვლენას წინ მუცლად ყოფნის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უძღვის, რასაც დაბადების შემდგომი ეტაპიც ემატება.

ორგანიზმის ენდოკრინული პროცესები მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ პროცესებთან: ყველა ემოციას თავისი ჰორმონი აქვს - სიხარულის, გაოცების, შიშის. ჰორმონები პლაცენტის გავლით ხვდებიან ნაყოფის სხეულში და იგივე ემოციებს იწვევენ, რასაც ფეხმძიმე ქალი განიცდის. ნაყოფს თავისებური მეხსიერება გააჩნია, რომელიც მუცლად ყოფნის დროს არსებულ ინფორმაციას ინახავს. ბავშვი „იმახსოვრებს“ ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ თუ გსურთ, რომ მან დაბადების შემდეგ სიამოვნების განცდით იცხოვროს, აცინეთ და გაახარეთ ის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის მუცელშია. ანუ ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ამყოფოთ დადებითი ემოციების გავლენის ქვეშ, სანამ ჯერ კიდევ მუცელშია. ნაყოფი ყოველთვის გრძნობს დედის განწყობას.

ბავშვის ზრდა-განვითარებაში ყველა საფეხურს თავისი საფუძველი და დატვირთვა აქვს. მათ შორის არც ღიმილია გამონაკლისი. სანამ პატარა პირველად გაიღიმებს, ამ მოვლენას წინ მუცლად ყოფნის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი უძღვის, რასაც დაბადების შემდგომი ეტაპიც ემატება.

ორგანიზმის ენდოკრინული პროცესები მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ პროცესებთან: ყველა ემოციას თავისი ჰორმონი აქვს - სიხარულის, გაოცების, შიშის. ჰორმონები პლაცენტის გავლით ხვდებიან ნაყოფის სხეულში და იგივე ემოციებს იწვევენ, რასაც ფეხმძიმე ქალი განიცდის. ნაყოფს თავისებური მეხსიერება გააჩნია, რომელიც მუცლად ყოფნის დროს არსებულ ინფორმაციას ინახავს. ბავშვი „იმახსოვრებს“ ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ თუ გსურთ, რომ მან დაბადების შემდეგ სიამოვნების განცდით იცხოვროს, აცინეთ და გაახარეთ ის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის მუცელშია. ანუ ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად ამყოფოთ დადებითი ემოციების გავლენის ქვეშ, სანამ ჯერ კიდევ მუცელშია. ნაყოფი ყოველთვის გრძნობს დედის განწყობას.

წყარო: MSHBOBLEBI.GE