რამდენი ცალი ხინკალია დასაშვები სწორი კვების დროს - სპეციალისტის პასუხი

xinkali

წონის კლებისა თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებისას ხინკალზე უარის თქმა ბევრისთვის რთული ნაბიჯია. თუმცა, სურსათის ექსპერტისა და ფსიქონუტრიციოლოგის, თენგიზ კალანდაძის თქმით, რაციონიდან ამ კერძის სრულად ამოღება სულაც არ არის საჭირო - მთავარია ზომიერების დაცვა.

სპეციალისტის განმარტებით, პრობლემას თავად ხინკალი კი არა, მისი ულუფის მოცულობა ქმნის.

ექსპერტის ინფორმაციით, 5 ცალი ხინკალი დაახლოებით 1000 კილოკალორიას შეიცავს. შესაბამისად, სწორედ ულუფის ზომა განსაზღვრავს, აისახება თუ არა ეს კერძი ჩვენს წონაზე.

✕