რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
დიეტოლოგმა ედვანია სოარესმა განაცხადა, რომ სწორი შენახვის პირობებში საახალწლო სუფრიდან მორჩენილი კერძების უსაფრთხოდ მოხმარება შესაძლებელია სამი დღის განმავლობაში. თითოეული კერძისთვის კონკრეტული ვადები მან გამოცემა Metropoles-თან საუბარში დაასახელა.
სოარესის თქმით, ხორცი, ბრინჯი და სხვადასხვა გარნირი მაცივარში სამ დღემდე ინახება. რაც შეეხება მაიონეზზე დამზადებულ კერძებს, ისინი 24 საათის შემდეგ უკვე ფუჭდება. დიეტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ რძის შემცველი დესერტები მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში შეიძლება შეინახოს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქეიფის შემდეგ არც ერთი კერძი ოთახის ტემპერატურაზე ორ საათზე მეტხანს არ დარჩეს. ამ დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია მათი მაცივარში მოთავსება“, — განმარტა სოარესმა.
მისივე თქმით, საკვების შესანახი კონტეინერები უნდა იყოს მინის ან მაღალი ხარისხის პლასტმასის, რომელიც ბისფენოლ A-ს არ შეიცავს. კონტეინერები მჭიდროდ უნდა იხურებოდეს. სპეციალისტის განმარტებით, ალუმინის ფოლგა კონტეინერის დასაფარად დასაშვებია, თუმცა იგი სრულ ჰერმეტულობას ვერ უზრუნველყოფს.