რა სხვაობაა ნუროფენსა და პარაცეტამოლს შორის - რა უნდა იცოდეთ სიცხის დამწევებზე

სიცხე

ვირუსები მაღალი სიცხეებით გამოირჩევა. ტემპერატურა ხშირად არც ემორჩილება პრეპარატებს და მშობლები ხშირად შეცდომებსაც უშვებენ. მით უმეტეს, აფთიაქებში ბევრი დასახელების მედიკამენტს გვთავაზობენ. როდის რომელი გამოვიყენოთ და რა წესების დაცვით.

პირველი არჩევანი სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატებში არის პარაცეტამოლი (კომერციული დასახელება: პანადოლი, კალპოლი) ან იბუპროფენი (კომერციული დასახელება: ნუროფენი, იბუფენი, ბებიტი). მოცემული საშუალება შეამსუბუქებს ბავშვის მდგომარეობას და ტემპერატურას შეამცირებს 1 - 1.5ºc-ით.

პარაცეტამოლის მიცემა შეიძლება 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ მაქსიმუმ ხუთჯერ 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლი არ უნდა იყოს გამოყენებული 3 თვემდე ასაკის ჩვილებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე. პარაცეტამოლის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის.

იბუპროფენის მიცემა შეიძლება ყოველ 6 საათში ერთხელ. იბუპროფენი არ უნდა იყოს გამოყენებული 3 თვემდე ასაკის ბავშვებში. იბუპროფენის დოზის გამოთვლა ხდება ბავშვის წონის საფუძველზე, და არა ასაკის.

სიცხის დამწევი მედიკამენტები უნდა მიეცეს ბავშვს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მათი მიცემა უნდა შეწყდეს როგორც კი გაქრება შემაწუხებელი სიმპტომები.

მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ როგორ გამოიყურება და იქცევა ბავშვი.