ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
თუ გაგიგონიათ ასეთი მიდგომა, სახელწოდებით „შეჭამე ბაყაყი“?! რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს მისი სახელი, ეს საკმაოდ სასარგებლო მეთოდია, რომელიც დროის უკეთესად გადანაწილებაში დაგეხმარებათ. მიდგომის - „შეჭამე ბაყაყი“ უკან იმალება ოქროს წესი, რომელიც გულისხმობს „აკეთო დღის ყველაზე ცუდი, არასასიამოვნო საქმე, როცა გაიღვიძებ“. ამ მეთოდის სახელი მარკ ტვენის ციტატიდან მომდინარეობს. ამერიკელმა მწერალმა ერთხელ თქვა - თუ ამფიბიის ჭამა გჭირდებათ, ეს უნდა გააკეთოთ გაღვიძებიდან მალევე, რათა დღის ყველაზე ცუდი ნაწილი უკან დარჩეს. იმისთვის რომ „შეჭამოთ ბაყაყი“: დღის ყველაზე არასასიამოვნო საქმე წინასწარ უნდა დაგეგმოთ და პირველად სწორედ ის უნდა მოაგვაროთ. ასე მოქცევა დღის განმავლობაში მუშაობის პროცესს უფრო გაგიადვილებთ - რადგან ყველაზე ცუდი და რთული ამოცანები უკვე შესრულებული გექნებათ.