ტრაგედია რომში - ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
1751623280
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ მოსკოვის ოლქის, სერგეევ პოსადის ხელმძღვანელმა, ოქსანა ეროხანოვამ განაცხადა.
გარდა ამისა, დრონებმა როსტოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს ერთდროულად შეუტიეს. ქალაქ აზოვში რამდენიმე მანქანა დაზიანდა, საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები ჩაიმსხვრა, ხოლო ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ადგილობრივ სტადიონზე დაეცა.
მილეროვსკის რაიონის სოფელ დოლოტინკაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის გამო საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
სამარასა და იაროსლავლის აეროპორტებში ფრენებზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა.