„კომბოსტოს მწნილი არის „სუპერფუდი“ - იმუნიტეტი იმატებს 30%-ით“ - ნინა პერტენავა

კომბოსტო

სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა სტუმრად გვანცა დარასელიას პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, ჰორმონალურ დისბალანსს, წონის ცვლილებას, ინსულინრეზისტენტობას, ბარიატრიასა და დიაბეტს შეეხო.

ნინა პერტენავამ კომბოსტოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ეს საკვები „სუპერფუდად“ მოიხსენია.

„კომბოსტოს მწნილი არის „სუპერფუდი“, ანუ კომბოსტოს მწნილს თუ ყოველ დღე მივირთმევთ, იმუნიტეტი მოიმატებს, დაახლოებით, 30%-ით, უკვე ყველა კვლევა ადასტურებს ამას. მე ყოველ დღე აუცილებლად მივირთმევ კომბოსტოს მწნილს“, - თქვა ნინა პერტენავამ.