ხილი, რომელიც უძილობის პრობლემას მოგიგვარებთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

ძილის წინ

გიორგი ღოღობერიძე საინტერესო რჩევას უზიარებს გამომწერებს და ამბობს, რომ ვისაც ძილის პრობლემები აწუხებს, მათთვის ბუნებრივი გამოსავალიც არსებობს:

„კივი არის საოცრება, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ თუ თქვენ გაწუხებთ უძილობა და ჩაძინება ძალიან გიჭირთ კივს შეუძლია, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგიგვაროთ.

ეს ხილი შეიცავს მელატონინს და სერატონინს. დღეში რამდენჯერმე უნდა მიირთვათ და უძილობასთან ერთად შეკრულობასაც უშველის. ის ასევე ეხმარება იმუნიტეტსაც, რადგან შეიცავს ცე ვიტამინს“, – ამბობს გიორგი
ღოღობერიძე.