ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
უკვე დაღლილი იღვიძებთ, ეს შესაძლოა მხოლოდ მძიმე კვირის დასაწყისის ბრალი არ იყოს.
ზოგ შემთხვევაში კი ეს მდგომარეობა შესაძლოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომთანაც იყოს დაკავშირებული.
ამ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი,მარი მალაზონია, გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია"საუბრობს
„მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება - შეიძლება იყოს თუ არა დაკავშირებული, მაგალითად, ფიზიკურ აქტივობასთან? რასაკვირველია, შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, არამედ თუნდაც ჩვენთვის უკიდურესად სასარგებლო და ძალიან კარგად დაგეგმილი ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაღლილობას აღძრავს ჩვენში.
უმოძრაობა
როდესაც საერთოდ არ ვიტვირთებით ფიზიკურად, პირიქით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი გვაქვს ჰიპოდინამიის სახით ან სრულიად მოწყვეტილი ვართ ფიზიკურ აქტივობას — ადინამიაა ჩვენი ყოველდღიურობა. ასეთ შემთხვევაშიც, როგორც კვლევები ადასტურებს, ადამიანებს მიუხედავად ფიზიკური აქტივობის არქონისა, მათ აქვთ დაღლილობის შეგრძნება. დიახ, ეს არის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნებისმიერი კიდურა მდგომარეობა — უკიდურესი სიჭარბე, ანუ დატვირთვა ფიზიკური აქტივობით და ფიზიკური აქტივობის სრული არქონა, ანუ არარსებობა — არის ორივე თანაბრად რისკ-ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი მოთენთილად და დაღლილად გრძნობდეს თავს.
ძილი
მიაქციეთ ყურადღება ძილთან დაღლილობის კავშირს და მე ვფიქრობ, ამას ჩემი ახსნაც არ სჭირდება და არც ჩემი შეხსენება — ძილის ნაკლებობა იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს და ძალიან ბევრი ადამიანის გამოცდილება, გადაჭარბებული ძილიც, ზედმეტი ძილიც შეიძლება იყოს მოთენთილობის და დაღლილობის წინაპირობა. სხვათა შორის, შაბათ-კვირას რომ ცდილობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია გამოძინებას და თითქოს დანაკარგის აღდგენას, სწორედ შაბათ-კვირას შეიძლება ვერ მოიკრიფოს ძალა, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეებში გადაჭარბებული ძილის გამო ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ მოთენთილობა და დაღლილობა და ეს განცდა გაჰყვეთ უკვე სამუშაო კვირის განმავლობაში.
წონაგანსაკუთრებით საყურადღებოა მისი კიდურა მდგომარეობები და მდგომარეობა, როდესაც ჭარბი წონა და სიმსუქნე აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას და წონის დეფიციტიც აღძრავს მოთენთილობას და დაღლილობას. მე აი ამ კანონზომიერებას გავყვები — ნებისმიერი სიჭარბე და ნებისმიერი ნაკლებობა. საყურადღებოა დაღლილობის კონტექსტში და ორივე ასეთ კიდურა მდგომარეობას მივყავართ დაღლილობასთან ძილის შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, წონის შემთხვევაში.