1692302192
„ე.წ. კომპოტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის“ - ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის რჩევა

ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა აცხადებს, რომ ე.წ. კომპოტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
MOMS EDU GE-ს კითხვაზე, რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ე.წ. „ხილის წვენი“ თუ „კომპოტი“?, სპეციალისტი ასე განმარტავს:„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხილი ხასიათდება ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორებიცაა: ანტიოქსიდაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარეგულირება, ნერვული სისტემის დამშვიდება და სხვა. მათი საშუალებით ხდება ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. აქედან გამომდინარე, ზოგადად სასურველია, რომ ხილი მივირთვათ ყოველდღე, უმად. უმჯობესია, თუ რაციონი მდიდარი იქნება სეზონური ხილით.მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს ე.წ „კომპოტები“ და „ხილის წვენები“. „კომპოტის“ დამზადების დროს ხდება ხილის დუღილი, თან მას ემატება შაქარი. ასეთ დროს ხილი თითქმის კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო დამატებული შაქარი კი არის დამატებითი არასასურველი, არაჯანსაღი კალორია ორგანიზმისთვის. დავიმახსოვროთ: ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ახლადდაწურულ „ხილის წვენს“ (იგივე „ფრეში“), სადაც არ არის დამატებული არც შაქარი და არც რაიმე სხვა სახის დამამტკობელი, თავისთავად ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან ასეთ დროს ხილს არ აქვს დაკარგული მისი სასარგებლო თვისებები, თუმცა ის მაინც ვერ გაუტოლდება დამოუკიდებლად ხილის მირთმევის დროს მიღებულ სარგებელს“, - აცხადებს თინათინ კაჭარავა.

ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103