დიეტა იტალიურად: როგორ მივირთვათ გემრიელად ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ და ორგანიზმის ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ

დიეტა

"ჩემი ფიგურა ჩემი მშობლებისა და სპაგეტის დამსახურებაა. მაკარონის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვჭამ და საერთოდ არ ვსუქდები." - ეს სიტყვები სოფი ლორენს ეკუთვნის. იტალიელებს გემრიელად ჭამა ძალიან უყვართ, თუმცა, როგორც წესი, ისინი შესანიშნავად და მოხდენილად გამოიყურებიან. დღეს რამდენიმე საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომელთა გამოც ისინი შესანიშნავ ფიგურას ინარჩუნებენ და ამავდროულად, არც საყვარელ პროდუქტებზე ამბობენ უარს:

მცირე ულუფები

იტალიელები, როგორც წესი, მცირე ულუფებით იკვებებიან. ჩერდებიან იქამდე, ვიდრე სისავსეს იგრძნობენ და შემდეგ საკვებს ფინჯან ყავას აყოლებენ. მათი რაციონი საკმაოდ დაბალანსებულია, შეიცავს ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას, მდიდარია თევზის, ქათმის ხორცით და წითელ ხორცთან სიფრთხილეს იჩენენ. 

მხოლოდ ზეითუნის ზეთი

იტალიაში ზეითუნის ზეთს "თხევად ოქროს" უწოდებენ. სწორედ მასზეა დაფუძნებული ეროვნული კერძების უმრავლესობა. მას უმატებენ სოუსებს, სალათებს, პროდუქტებს, აბსოლუტურად ყველაფერში, სადაც ცხიმია საჭირო, ზეითუნის ზეთს მიმართავენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ჯანსაღია, ადეკვატური ზომის დაცვა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუზმე აუცილებელი კომპონენტია

იტალიელები მიიჩნევენ, რომ დილის საუზმე აუცილებელი კომპონენტია, რომ ადამიანმა თავი მხნედ იგრძნოს და შემდეგ საათებში უკონტროლო კვებას არ მიმართოს. როგორც წესი, მათი საუზმე ფინჯანი ყავისა და პატარა ფუნთუშასაგან შეგდება.

განაგრძეთ კითხვაა..