5 ფრაზა, რომელსაც მხოლოდ სუსტი ადამიანები ამბობენ

გოგო

„ჯერ ჩემს პარტნიორს ან მშობელს უნდა ვკითხო“

ზოგიერთი სიტუაცია, აუცილებლად მოითხოვს ოჯახის სხვა წევრების კონსულტაციასა და დახმარებას. მაგრამ თუ გამუდმებით ამბობთ, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ, სხვა ადამიანს უნდა ჰკითხოთ აზრი, გამოდის, რომ თავად არასოდეს აკეთებთ არჩევანს...

ზოგჯერ, ძალიან ზედმეტები მომდის“

ნუ მოიხდით ბოდიშს საკუთარი ხასიათის გამო. ბოდიში უნდა მოიხადოთ მაშინ, თუკი ვინმეს აწყენინებთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცის აზრით, ზედმეტად ემოციური ან ექსპრესიული ხართ! 

„ბოდიში“ - მაშინ, როდესაც საბოდიშო არაფერია

ბოდიში, წარმოუდგენლად ღირებული სიტყვაა მაშინ, როცა მისი წარმოთქმის დროა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეცდომის აღიარება.

მაგრამ, არ უნდა მოიხადოთ ბოდიში იმისთვის, რაც არ იყო თქვენი ბრალი და პასუხისმგებლობა. თქვენ არ უნდა მოიხადოთ ბოდიში მაშინ, როდესაც ეს სიტყვა, თქვენი სათქმელი არ არის.

„არ გამომივა“

შეიძლება არ გინდოდეთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ სიტყვებთან მიმართებაში. მოერიდეთ თქვენი უნარების დაკნინებას ან იმის თქმას, რომ რამეს ცუდად აკეთებთ ან არ ცდილობთ.

მსუბუქი თვითდამამცირებელი იუმორი შეიძლება კარგი იყოს ზოგიერთ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვან მომენტებში, თვითირონია მოდის წინა პლანზე, ეს გაგრძნობინებთ, რომ ქმედ უუნარო ადამიანი ხართ.

„არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე“

ნორმალურია, რომ რაღაც არ იცით და შესანიშნავია, რომ ამის თქმა ღიად შეგიძლიათ. მაგრამ არ უნდა აჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ არ გაინტერესებთ ახლის სწავლა ან უკეთესი შედეგების მიღება. ეს წარმოგაჩენთ, როგორც აპათიური ადამიანს, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს საკუთარი თავის განვითარება.