თქვენ გიყურებთ თუ გვერდზე იყურება - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენს შესახებ ბევრ რამეს გიამბობთ

ტესტი

ეს ტესტი ერთი შეხედვით მარტივი მოგეჩვენებათ. თქვენ მხოლოდ სურათს უნდა შეხედოთ და უპასუხოთ კითხვას: სად იყურება მამაკაცი - თქვენკენ თუ გვერდით?

პასუხი თქვენს პიროვნებაზე ბევრ რამეს გვიამბობს.

აი, რას ნიშნავს თქვენი პასუხი:

 

1.მამაკაცი გვერდზე იყურება

შეიძლება ასე იმიტომ გადაწყვიტეთ, რომ პირველ რიგში სურათზე ცხვირი და ტუჩი დაინახეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზუალურ კონტაქტს თავი აარიდეთ. ეს იმაზე საუბრობს, რომ თქვენ მორცხვი ადამიანი ხართ. შესაძლოა, ინტროვერტიც. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ გიყვართ და უცნობ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება გიჭირთ.

როგორც წესი, ადამიანებს არ ენდობით, ყოველთვის ფრთხილი და ჩაკეტილი ხართ. გირჩევნიათ დრო კარგად ნაცნობ ადამიანებთან გაატაროთ. ხმაურიანი წვეულებები არ გიყვართ.

სხვა ადამიანს გული რომ გადაუშალოთ, მისი კარგად გაცნობა გჭირდებათ. თქვენი მეგობრობა შეუფასებელია.

 ერთგული ხართ და მზად ხართ, ახლობელს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭიროთ.

თავში შესანიშნავი იდეები მოგდით, მაგრამ სითამამე არ გყოფნით, რომ ცხოვრებაში მათი რეალიზება მოახდინოთ. სხვისი აზრის და კრიტიკის გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით. 

იყავით უფრო თავდაჯერებული, საკუთარ ინტუიციას და ცოდნას ენდეთ. თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ. არ გაჩუმდეთ, როცა რაღაცის თქმა გსურთ, საკუთარი შეხედულება თამამად გამოხატეთ, ამის გაკეთების არ შეგეშინდეთ.

2.მამაკაცი თქვენ გიყურებ

მამაკაცს ჯერ თვალებში ჩახედეთ? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გულწრფელი და გულახდილი ადამიანი ხართ. არ გეშინიათ იმის თქმის, რასაც ფიქრობთ. საკუთარ შეხედულებას თამამად გამოხატავთ და მამაცურად იცავთ.

თქვენ ექსტრავერტი ხართ. ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთობა გიყვართ, მეგობრები, როგორც ძალიან კომუნიკაბელურ ადამიანს, ისე გახასიათებენ. ყოველთვის ხალხით გარშემორტყმული ხართ.

თუმცა, ზოგჯერ გადაჭარბებული კონტროლი გახასიათებთ. მოგწონთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თქვენ გსურთ.

თქვენ კარგი ინტუიცია გაქვთ, რომელიც ადამიანებში გარკვევაში გეხმარებათ. სწორედ ამიტომ თქვენით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია.

ადამიანები თქვენით აღფრთოვანებულნი არიან. როგორც წესი, ლიდერი და კომპანიის სული და გული ხართ.