რომელ ნივთს ირჩევ? - ტესტი შენს როლზე ურთიერთობებში

ტესტი

ფსიქოლოგი, ნინო დგებუაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ტესტს აქვეყნებს. ამისთვის საჭიროა ფოტოდან ერთი ნივთი აირჩიოთ, შემდეგ კი შესაბამისი წარწერა წაიკითხოთ:

 

1- სარკე -
როლი:
ურთიერთობის სული
შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია გარემოსთან და პარტნიორთან სრული სინქრონიზაცია. შენი უნარი იგრძნო სხვისი მდგომარეობა და შექმნა კომფორტული სივრცე, ნამდვილი ხელოვნებაა. შენ ირეკლავ სხვის საუკეთესო მხარეებს და ეხმარები მათ საკუთარი თავის შეყვარებაში. თუმცა, გახსოვდეს: სარკე ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა მისი ზედაპირი მყარი და სუფთაა. შენი როლია იყო არა სხვისი ჩრდილი, არამედ ის ძვირფასი ჩარჩო, რომელიც ურთიერთობას სისრულეს მატებს, საკუთარი „მე“-ს დაკარგვის გარეშე.

2- გასაღები -
როლი:
“ემპათიური მეგზური“
ის, ვინც გზას პოულობს.
შენ გაქვს იშვიათი ნიჭი დაინახო ადამიანებში ის ჩაკეტილი კარები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. შენი მზრუნველობა სხვებისთვის უსაფრთხო სივრცეს ქმნის, რათა მათ საკუთარ ტრავმებთან და შიშებთან შეხვედრა შეძლონ. თუმცა, გახსოვდეს: შენი შინაგანი სამყაროც იმსახურებს იმავე სინაზეს. ნუ შეგეშინდება, ხანდახან „გასაღები“ სხვას გადასცე და ნება მისცე, შენს სულშიც შეიხედონ. ურთიერთობა მხოლოდ სხვისი დახმარება კი არა, ენერგიის ორმხრივი მიმოცვლაა.

3 - წითელი ძაფი -
როლი:
დამაკავშირებელი რგოლი
შენ ხდები ემოციური კავშირი: გიჭირავს, აკავშირებ, არ რთავ ნებას, რომ კონტაქტი გაწყდეს.
ზოგჯერ ურთიერთობაში იმაზე დიდხანს რჩები, ვიდრე ის ცოცხალია, რადგან გრძნობ: თუ ხელს გაუშვებ ყველაფერი დაიშლება.
შენი სირთულეა - საკუთარ თავს მისცე უფლება, რომ აღარ ჩაეჭიდო (აღარ გეჭიროს).

4- წყლით სავსე თასი / ფიალა
როლი:
გრძნობების საცავი (კონტეინერი)
შენ იღებ სხვის ემოციებს - შფოთვას, ტკივილს, ეჭვებს. შენ შეგიძლია მოსმენა, გაძლება, იყო საიმედო ჭურჭელი. იძლევი დიდ შინაგან ენერგიას და სითბოს მაგრამ დროთა განმავლობაში თასი იბზარება, გადადებულია თვითზრუნვა და საპასუხოდ არ ითხოვთ არაფერს:
შენ უთმობ სივრცეს პარტნიორის გრძნობებს, მაგრამ ყოველთვის არ აძლევ საკუთარ თავს უფლებას,რომ თავად იყო მოწყვლადი (სუსტი) და შენზეც იზრუნონ.

6- მუსიკალური ზარდახშა -
როლი -
დაუწერელი მელოდია …
შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ამოხსნიან და სწორედ ეს არის შენი შარმი. შენ შეგიძლია იყო საუკეთესო მსმენელი და მზრუნველი პარტნიორი, მაგრამ შენი ყველაზე ინტიმური ფიქრები შენივე საკუთრებაა. ეს სიმღერა, რომელიც მხოლოდ შენთვის ჟღერს, გაძლევს ძალას, რომ იყო დამოუკიდებელი და მყარი. შენი როლია იყო იდუმალება, რომელიც სხვებს მუდმივი შემეცნებისკენ უბიძგებს, მაგრამ თავად ხშირად რჩება მარტო საკუთარი ფიქრების წინაშე და არ სჯერა, რომ გულწრფელად საუბარი საკუთარ ტკივილზე სასარგებლოა.