იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდა, თუ რა ხდება ბოლოო თვეებში ქვეყანაში, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რაზეც დამატებით ინფორმაცია მივაწოდეთ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს და ქართველი ხალხის პარტნიორად რჩება.
„ვენესუელა და სირიაა ის ორი ქვეყანა, სადაც შესაძლებელია მუშაობა და აშშ-ის დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ, უკან წაიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება. ეს საკითხი იყო მნიშვნელოვანი; მეორე საკითხი იყო ზოგადი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უკუსვლასთან დაკავშირებით, ამ მხრივ ზოგადად რა სიტუაციაა. ცხადია, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ რაღაც ახალ რეგულაციებსაც, რომელიც, ჩემი აზრით, სპეციალურად დაამთხვიეს კონგრესის ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და რა პრობლემები შეიძლება, ამან შეგვიქმნას პოლიტიკურ მოთამაშეებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რაზეც მივაწოდეთ დამატებით ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში. შეერთებული შტატები საქართველოს და ქართველი ხალხის პარტნიორად რჩება. აინტერესებთ, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო იყოს განვითარებული, ლიბერალური, წარმატებული დემოკრატია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება.