„ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო - ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა“ - სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე

 ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს, როგორ მოწამლოს გარემო და რა ფორმით გამოხატოს უარყოფითი ემოციები, - წერს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ამგვარი ადამიანები, საკუთარ თავს არასდროს უდგებიან კრიტიკულად, მათთვის სინანული და პატიება უცხოა და "მხოლოდ სულიერი ქეცით გამოწვეული ქავილის ლანძღვა-გინებით ფხანა ანიჭებთ ერთგვარ შვებას".

"ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ამ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს, როგორ მოწამლოს გარემო და რა ფორმით გამოხატოს უარყოფითი ემოციები.

ასეთი ადამიანები საკუთარ თავს არასოდეს უდგებიან კრიტიკულად, მათთვის უცხოა სინანული და პატიება- გული გაქვავებული და გაალმასებული აქვთ, სული-ბალღამითა და სიძულვილით სავსე, არაფერი ახარებთ, მხოლოდ სულიერი ქეცით გამოწვეული ქავილის ლანძღვა-გინებით ფხანა ანიჭებთ ერთგვარ შვებას.

ფხანით მიღებული სიამოვნება ნარკოტიკივითაა და მასზე დამოკიდებული ადამიანი დოზების ზრდის-ფხანით გულს და გონებას ისისხლიანებს-მიდის შეშლილობამდე
სხვათა შორის, სახსრების მოპოვების საკითხებშიც ნარკომანებივით მოქმედებენ-არანაირი ტაბუ მათთვის არ არსებობს.

მოკლედ იდეალური საკვები არიან დემონური სამყაროს ქვედა იერარქიებისათვის, რომლებიც, როგორც გადმოცემულია, სწორედ უარყოფითი ემოციების ენერგიებით იკვებებიან.

სამწუხაროდ, მთელი კლასტერები გვყავს ასეთი შეპყრობილები, ლეგიონია მათი სახელი," - წერს მანჯავიძე.