ეკა კუპატაძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაკავების შემდეგ
1785957626
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას. ანალიტიკოსის თქმით, სუსის მხრიდან ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა, მაგრამ მთავარია რომ ამ რეაგირების შედეგად, დაიდოს კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის რომ პრობლემა მოხსნილი ან მინიმიზებულია.
„საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია (მათ ბევრი იცნობს) უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას.მე ვეტყოდი სუსს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება. არაერთი ფბ-პოსტი მაქვს ამაზე და არა მხოლოდ მე. ეს ის ონლაინ მედია საშუალებებია ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ დარბიან. კარგია, რომ ახლა მოხდა რეაგირება, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ვისურვებდი რომ ამ რეაგირების შედეგად, დაიდოს კონკრეტული გაზომვადი შედეგი, რომელიც გვეტყვის რომ პრობლემა მოხსნილია ან მინიმიზებული. არადა, პრობლემა სერიოზულია!“ - წერს ანჯაფარიძე.