ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში სპეციალური სტენდები გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების ე.წ. სოციალურ კალათაზე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფასების კლება პროდუქტებზე ტარიფების კომპლექსური შესწავლისა და ბაზრის ანალიზის შედეგია და ის დროებითი კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება.
"ხელისუფლება მიდის სწორედ ევოლუციის გზით, ბიზნესთან ერთად. ეს მოდელი საფრანგეთსა და საბერძნეთში მუშაობს და ამ მოდელის მიხედვით, მართლაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან 15 პროდუქტზე არის ძირითადად საუბარი, რაც პირველადი მოხმარების არის და რაც მოწყვლადი ჯგუფებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულად დაბალი ფასებით იქნება ამ აუცილებელი პროდუქციის მიწოდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე დამდგარი შედეგი არის“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.