ყველაზე კარგად ცხოვრობს ევროკავშირში ხალხი, ნეტა, მაგათი პრობლემები გვქონდეს - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

"ყველაზე კარგად ცხოვრობს ევროკავშირში ხალხი. ნეტა, მაგათი პრობლემები გვქონდეს, ვინატრებდი, რომ მაგათი პრობლემები ჰქონდეს საქართველოს განათლების, ჯანდაცვის და ამ სახელმწიფო მიმართულებებით." - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს.

'ყველაზე კარგად ცხოვრობენ ევროკავშირში ხალხი. ნეტა, მაგათი პრობლემები გვქონდეს, ვინატრებდი, რომ მაგათი პრობლემები ჰქონდეს საქართველოს განათლების, ჯანდაცვის და ამ სახელმწიფო მიმართულებებით. მე ვსაუბრობ, რა არის შეცვლილი ევროპაში, მთავარი რაც შეიცვალა, არის, რომ ევროპელები მიხვდნენ, რომ ევროპას უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ, ევროპაში გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ ცხოვრების, ვიდრე ნებისმიერ სხვა სივრცეში მყოფ ადამიანებს. ამიტომაც, ჩვენ ევროკავშირის კრიტიკას, სჯობს, ჩვენსავე პრობლემებს მივხედოთ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.