ნინო წილოსანი: ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი

ნინო წილოსანი

ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ნინი წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რომ მედიასაშუალებები, რომლებიც ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელ წესზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ დებატებს, თავადვე განსაზღვრავენ ოპონენტებს.

„ჩვენ არ ვირჩევთ ოპონენტს, თუმცა ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ - პარტია, რომელიც ჩვენივე საკონსტიტუციო სარჩელით გვინდა რომ აიკრძალოს და ამის სამართლებრივი, ყველანაირი ლოგიკური დასაბუთება გვაქვს, არც ეს პარტიები და არც მათი წარმომადგენლები ჩვენთვის ოპონენტები არ არიან. ესენი არიან დამნაშავეები კონსტიტუციის წინაშე და ისინი უნდა აიკრძალონ.

მედიასაშუალებები, რომლებიც ნამდვილად რომ ეთიკის და სხვადასხვა აუცილებელ წესზე დაყრდნობით უზრუნველყოფენ დებატებს, დარწმუნებული ვარ, თავადვე განსაზღვრავენ ოპონენტებს.

მოუთმენლად ველოდები დებატების დაწყებას, რადგან ჩვენთვისაც, როგორც მმართველი ძალისთვის, ეს აუცილებელი პირობაა და აუცილებელი ფაქტორი, რომ იყოს პოლიტიკური პროცესი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.