1750783123
ყველა ადამიანის მიმართ იქნება სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს - გიორგი გვარაკიძე

პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებს კანონთან შესაბამისობაში იღებს, ამ ადამიანებმა კანონის შესრულებაზე დემონსტრაციულად თქვეს უარი, რაც არასამართლიანია, – ამის შესახებ საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია მისი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულების მიუხედავად.
„შესაბამისად, ყველა ადამიანის მიმართ იქნება სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებას სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო იღებს“, – განაცხადა გვარაკიძემ.