„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
შერემეტიევოში იატაკზე დავარდნილი ბიჭის მამა მსხვერპლად ცნეს
შერემეტიევოს აეროპორტში თავდამსხმელის მიერ იატაკზე დაგდებული ბავშვის მამა დაზარალებულად ცნეს და მისი მონაწილეობით დაკითხვა ჩატარდა, - წერს უცხოური პრესა.
მათი ინფორმაციით, გამომძიებლებმა უკვე დაასრულეს აეროპორტში ინციდენტის ადგილის დათვალიერება; შემოწმების დროს ამოიღეს ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტიზისთვის იქნება გამოყენებული.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აეროპორტის ჩამოფრენის ზონაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, კაიროდან ჩასულმა 31 წლის ბელორუსის მოქალაქემ უცნობი ორი წლის ბიჭი სიმაღლეზე ასწია და ძალით იატაკზე დაანარცხა. შედეგად, ბავშვმა თავი დაარტყა და გონება დაკარგა.
ექიმებმა თავის ქალას ძვლების ღია მოტეხილობები დაუდგინეს და ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
მამაკაცმა ბავშვი ხელში აიყვანა და მნიშვნელოვანი ძალით იატაკზე დაახეთქა. ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მამაკაცი რუსეთის ფედერაციაში კაიროდან ჩავიდა.
რეგიონული ჯანდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ დაშავებული ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმე. მას ტვინის დაზიანება არ აღენიშნება. დაზიანებულია ხერხემალი.
„მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დასრულდა, ვესაუბრე ექიმებს, მათ დაადასტურეს, რომ ტვინის დაზიანება არ აღენიშნება. ბავშვი ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ისინი შეეცდებიან მის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნას; ის ამჟამად ხელოვნურ კომაშია“, - თქვა გამომძიებრელმა და დასძინა, რომ ბავშვს გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.