ყურძნის შეძენის მომენტში პრობლემები იქმნება, რადგან ხარისხიან ყურძენს ვერ ვნახულობ: არის დაბალშაქრიანი და სასუქებით გაჯერებული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტი სიმკაცრეა საჭირო - მევენახე გელა გამტკიცულაშვილი

ყურძნის შეძენის მომენტში პრობლემები იქმნება, რადგან ხარისხიან ყურძენს ვერ ვნახულობ: არის დაბალშაქრიანი და სასუქებით გაჯერებული. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტი სიმკაცრეა საჭირო - მევენახე გელა გამტკიცულაშვილი

"ჩვენს კომპანიას გვაქვს ჩვენი საკუთარი ვენახები და მე იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივიღო ხარისხიანი ყურძენი, მაგრამ ეს მიღებული ყურძენი მე არ მყოფნის, - იძულებული ვარ ვიყიდო. შეძენის მომენტში პრობლემები იქმნება, რადგან ხარისხიან ყურძენს ვერ ვნახულობ: არის დაბალშაქრიანი, სასუქებით გაჯერებული და ა.შ." - განაცხადა "რუსთავი 2" -ის გადაცემა "დებატებში" მევენახემ, "ტყუპების მარანის" წარმომადგენელმა, გელა გამტკიცულაშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან მეტი სიმკაცრეა საჭირო.

"უნდა ვაღიაროთ გულახდილად, რომ კი, კარგად არის გაკეთებული, დაორგანიზებული რთველის დროს ყურძნის მიღება, ნაკვეთების დარეგისტრირება და აღწერა მოხდა, შესაბამისად ხდება ყურძნის ჩაბარებაც, მაგრამ ისევ ის პრობლემაა - ერთ ჰექტარზე, შეიძლება დაკრიფონ 20-25 ტონა ყურძენი და შემდგომ ამ ყურძნის ჩაბარება არის პრობლემა. მაგალითად, ჩვენს კომპანიას გვაქვს ჩვენი საკუთარი ვენახები და მე იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივიღო ხარისხიანი ყურძენი, მაგრამ ეს მიღებული ყურძენი მე არ მყოფნის, - იძულებული ვარ, ვიყიდო. ამ შეძენის მომენტში პრობლემები იქმნება, რადგან ხარისხიან ყურძენს ვერ ვნახულობ: არის დაბალშაქრიანი, სასუქებით გაჯერებული და ა.შ.

ვფიქრობ, ამ მიმართულებით მეტი სიმკაცრეა საჭირო. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვიღაცა დავიჭიროთ ან დავაჯარიმოთ, ამაში ვგულისხმობ, რომ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას," - აცხადებს გელა გამტკიცულაშვილი.