1746007492
ვის უნდა ვენდო, რუსულ მედიას უნდა ვენდო თუ რუს პრანკერებს - თეონა აქუბარდია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა რუსი პრანკერების ზარი ჰესლინკის კომისიის აპარატის უფროსთან და პოლიტიკურ მრჩეველთან. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მისთვის ჩანაწერები სანდო არ არის.
"ვის უნდა ვენდო, რუსულ მედიას უნდა ვენდო თუ რუს პრანკერებს უნდა ვენდო? ცალსახაა და ცხადია, რომ მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები, საკრალური მსხვერპლი, ამერიკის მტრად გამოყვანა და ახალგაზრდების, რომელიც კონსტიტუციას იცავენ, მათი დემონიზირება, არის ერთი-ერთში კრემლის ინტერესი", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ჰესლინკის კომისიის აპარატის უფროსს და პოლიტიკურ მრჩეველს, პოლ მასაროს რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ისინი მასაროს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის სახელით გაეცნენ და ესაუბრნენ USAID-ისა და NED-ის დახურვაზე, ასევე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჯო უილსონის მრჩეველს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მაიდნის მსგავსი სცენარის მოწყობა, რაზეც პოლ მასარო პასუხობს, რომ ეს ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს და საქართველოს შემთხვევაში ისინი დიდ ძალისხმევას აწარმოებენ.