„უდიდესი ტრაგედიაა... ოღონდ ეს არ გამეგო“ - ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
1769715434
ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ე.წ. შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები შედის "გრანტებისა"და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში. რეგულაციები წესდება მეწარმე იურიდიული სუბიექტებისთვისაც. თუ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, ერთი პირი მეორეს ფულს გადასცემს, ტექნიკურ დახმარებას ან სხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს - ეს გრანტად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში დაფინანსების მიმღები დაჯარიმდება, ან 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. უკიდურეს შემთხვევაში კი, 6 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ცვლილების შემდეგ ყველა კომპანიას მოუწევს მიღებული დაფინანსება მთავრობასთან შეათანხმოს.
"ვიღაცები იმუქრებიან, რომ შავ ხვრელებს იპოვიან და ისე შემოიტანენ ფულს საქართველოში მდიდარი NGO-სთვის. გრანტები უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან. მთავრობა ყველაფერზე თანხმობას გასცემს, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კომპანიის დამფუძნებელი იქნება, დირექტორი თუ თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ რაიმე ტიპის ჩარევა მოახდინონ პოლიტიკაში, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი სახელით, საკუთარი ქმედებებით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.