VIDEO: „ვხედავ, ტელევიზიები მუშაობენ, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და პოლიტიკური თავისუფლებაც უზრუნველყოფილია “ - კობა ლიკლიკაძე

კობა ლიკლიკაძე

ვხედავ, ტელევიზიები მუშაობენ, სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და პოლიტიკური თავისუფლებაც უზრუნველყოფილია - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა, ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„თვითონ არასამთავრობოებმა, მედიებმა უნდა გასცენ პასუხი დაზიანდა თუ არა მათი სარედაქციო თავისუფლება, მიუკერძოებლობა ამ კანონის მიღებით, აკრიტიკებენ თუ არა ისინი ხელისუფლებას პირდაპირ ეთერში, მუშაობენ თუ არა ისეთივე ტემპით და დინამიზნით როგორც მანამდე მუშაობდნენ...“, - განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.