VIDEO: „თქვენ თუ კრიტიკული ან განსხვავებული შეკითხვა არ მოგწონთ, ასე ჟურნალისტზე პირდაპირ თავდასხმა ეს ძველი სტილია „ნაციონალური მოძრაობის“ თუ რა ხდება?“ - ვახო ხუზმიაშვილი ლელა ჯეჯელავას

ლელა ჯეჯელავა

თქვენ ძალიან გატაცებული ხართ, „ქართული ოცნების“ მსგავსად მხოლოდ ბუღალტერიით... თქვენ გატაცებული ხართ ბუღალტერიით, რამდენი საჩივარი დაიწერა, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე, თქვენ არ გაინტერესებთ მოვლენების არსი... ის რომ ფარულობა დარღვეული იქნა საყოველთაოდ ეს უკვე სასამართლომ დაამტკიცა, სამართლებრივად დამტკიცებულია საქართველოში და ამას პრეცედენტის ძალა აქვს, უნდა ჰქონდეს ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში - ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლელა ჯეჯელავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ვახო ხუზმიაშვილმა გადაცემის სტუმარს კითხვით მიმართა - ქალბატონო ლელას მე მითხარით, რომ ბუღალტერიით ხარ დაკავებულიო, წარმომიდგენია ახლა, რომ თქვენ ხელისუფლებაში იყოთ და ჟურნალისტი დაგისვამდათ კრიტიკულ შეკითხავს, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა არის ეს შეფასებები, თქვენ თუ კრიტიკული ან განსხვავებული შეკითხვა არ მოგწონთ, ასე ჟურნალისტზე პირდაპირ თავდასხმა ეს ძველი სტილია ნაციონალური მოძრაობის თუ რა ხდება?“, რასაც ლელა ჯეჯელავამ უპასუხა - „ის, რომ ბუღალტერიით ხართ დაკავებული, ითვლით საჩივრების რაოდენობას, ამას რა ჰქვია?““.