VIDEO: მშვიდობა, კეთილდღეობა და გავლენა - დიპლომატები ავრცელებენ მიმართვას, თუ რას ნიშნავს იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი

დიპლომატები ავრცელებენ მიმართვას

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ერთობლივ ვიდეომიმართვაში საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის, იყო ევროკავშირის ოჯახის წევრი.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ ევროპის დღის აღნიშვნას 11 მაისს, ექსპო ჯორჯიაში.

ვიდეოში, დიპლომატები მოკლედ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობების მომტანი აღმოჩნდა ევროკავშირში გაერთიანება მათი ქვეყნებისთვის. მათ შორის, ისინი გამოყოფენ:

მშვიდობის, თავისუფლების, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და გავლენის უზრუნველყოფას; შესაძლებლობებს ახალგაზრდა თაობისთვის, რამდენადაც ევროკავშირის წევრობა არის თანამეგობრობის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის, მუშაობის და სწავლის თავისუფლება; ეკონომიკისა და სოციალური გარემოს უზრუნველყოფას;
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ფინანსურ სტაბილურობას.