VIDEO: ,,ხვალ რომ არჩევნები იყოს, თუ ასე მოიქცა ოპოზიცია, როგორც დღეს იქცევა, ვერაფერს შეცვლის" - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე

,,ოპოზიცია არ საუბრობს და არ მოქმედებს იმ მიმართულებით, რაც სჭირდება დღეს ქვეყანას", - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში - "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარი დღის წესრიგი არ აქვს.

,,ოპოზიციის ოპოზიციონერობა არ მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ ასეა, ხელისუფლებამ შესანიშნავად ისწავლა, მანიპულირება ადამიანების გრძნობებით... ისწავლა, მთავარ საკითხებს მიღმა დატოვოს პოლიტიკური პროცესი. რამდენი ხანია ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი არ შეუქმნია და მიჰყვება ხელისუფლების შექმნილ დღის წესრიგს. ასე უბრალოდ, ცვლილებები ქვეყანაში ვერ მოხდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

წამყვანის კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს, შეცვლის თუ არა რამეს ოპოზიცია - პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიცია იმ მდგომარეობით, როგორც დღეს არის, ვერაფერს შეცვლის. 

,,თუ ასე მოიქცა ოპოზიცია, როგორც დღეს იქცევა, თუ ასე დაქსაქსული და გათითოკაცებული იქნება, ვერაფერს შეცვლის.

ოპოზიციას ხელისუფლების მთლიანად შეცვლის შანსი აღარ აქვს. მე, სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ვამბობ, თუ არაფერი შეიცვალა...", - ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

ნახეთ, ვიდეო

მთავარი სიახლეები