კლინიკური გარღვევა ონკოლოგიაში: პრეპარატმა პაციენტებში ავთვისებიანი სიმსივნეები სრულად გააქრო
1780413650
სახელმწიფო დეპარტამენტის ამ წერილს და მთლიანად ამ მოლოდინს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ვუყურებთ და ვაფასებთ ისე, რომ საქართველოს ამ კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი არ აქვს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე დაზიანდა.
„ეს ურთიერთობები გაფუჭდა და დაზიანდა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ აბსოლუტურად უსამართლო, არაობიექტური დამოკიდებულებიდან, იმ თავდასხმიდან გამომდინარე, რაც მოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი, მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მხარს უჭერდა იმ ხალხს, რომელიც პარლამენტის შენობას თავს ესხმოდა. ახლა მარტივია, რომ რაღაცნაირად მოხდეს ხელის დაბანა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ყველაფრის წინა ხელმძღვანელობაზე გადაბრალება და ამასთან ერთად გარკვეული საგზაო რუკის შემოთავაზება საქართველოს მიმართ. საქართველოს არაფერი აქვს გამოსასწორებელი ან ნაბიჯი გადასადგმელი ამ მიმართულებით. საქართველო არის მზად პარტნიორობისთვის ყველასთან ერთი მთავარი პრინციპის დაცვით, რასაც ჰქვია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და პატივისცემა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
მან ქართული ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურული ქსელი.
„ერთი ეტაპი იყო, როცა ისინი ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა უნდა დადგე მეორე ეტაპი, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას -სჭირდება საკონსტიტუციო სარჩელის დასრულება ერთადერთი ლოგიკური დასარულით. ასევე მიდის მეორე პროცესი საქართველოს პროკურატურაში - ჩვენი განცხადების საფუძველზე იქ დაწყებულია გამოძიება. ეს ორი პროცესი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეთ. შეუწყობს თუ არა ეს ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, ჩვენ მაგალითად, ნაკლებად გვაინტერესებს - გვაინტერესებს იმ ჭრილში და იმ კუთხით, რომ ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისათვის, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი ერთხელ და სამუდამოდ“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან მომდინარე ოპტიმიზმზე კითხვის პასუხად კი ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომ „უფასო ყველა მხოლოდ სათაგურშია“.
„ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ არ უღალატოს იმ გზას, რომელიც მან აირჩია წლების წინ და მკაფიოდ თქვა, რომ - საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა და შემდეგ რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობასა და პარტნიორობას ცხადია, არც ჩვენი პარტია ეწინააღმდეგება იმ პრინციპის დაცვით, რომ პირველ რიგში ამ ძალიან რთულ რეგიონში იმ მოვლენების ფონზე, რაც ხდება უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში - უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი, რომ მოვახერხოთ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიქცეთ არც ერთ კონფლიქტში, რომელშიც დაპირისპირებული არიან დიდი მოთამაშეები“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.