იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამოსაცნობი იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოატყუებთ და ვერ დააშანტაჟებთ, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ.
მისი თქმით, ნეოკონების მცდელობა ახლა, მათი დაისის პირობებში უშედეგო იქნება, ვინაიდან, მათ ძალაუფლების პიკში ვერ მიაღწიეს საწადელს. ასევე, შაქარიშვილი ურჩევს აღნიშნულ ძალებს, ჩახედონ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას და მიხვდებიან, რომ მას სახელმწიფო ინტერესს ფულზე ვერ გააცვლევინებენ. "ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამოსაცნობი იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოატყუებთ და ვერ დააშანტაჟებთ. ძალაუფლების პიკში როცა იყავით და მთელ მსოფლიოს თქვენს მიერ შექმნილი ცრუ-პროპაგანდის ტყვეობაში ამყოფებდით, დღე-დღეზე რუსეთს “ამარცხებდით” და საქართველოში აგენტურის სახით ბერკეტებიც გაგაჩნდათ, მაშინ ვერ მიაღწიეთ საწადელს და ახლა თქვენი დაისის პირობებში ფიქრობთ გამოგივათ…? ჩახედეთ მის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ ფულზე - სახელმწიფო ინტერესს ვერ გააცვლევინებთ! ბიძინა ივანიშვილმა არათუ ფინანსები, საკუთარი სიცოცხლე და ოჯახის უსაფრთხოება დააყენა რისკის ქვეშ, როდესაც თქვენს სისხლიან დამქაშებს დაუპირისპირდა. ბოლო სამი წელია კი, ომის გამჩაღებელ უძლიერეს და უბოროტეს ძალებს გიწევთ წინააღმდეგობას მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ იცის, როგორ ექცეოდით ათწლეულების განმავლობაში იმ ლიდერებს, რომლებიც თქვენს დღის წესრიგს არ მიჰყვებოდნენ! უფრო კარგად თუ გინდათ გაიცნოთ ვიზავი, დაინტერესდით, რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ნებით! 2011 წლის 7 ოქტომბრის წერილიც წაიკითხეთ გულდასმით და ვფიქრობ, ასეთ უნიჭო სვლებს აღარ გააკეთებთ მერე! თქვენდამი ღია უპატივცემულობით და თქვენი საბოლოო დამარცხების სურვილით, ვატო შაქარიშვილი. US Embassy Tbilisi, Georgia" - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.