საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ტალიაშვილის აუდიენცია ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერთან, მიურიელ ბაუზერთან.
მერმა საქართველოს ელჩს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
„ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დიპლომატიური კორპუსის, ასევე აშშ-ში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.