თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1776181451
ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება სწორ მიმართულებას აჩვენებს.
„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო როგორც ინსტიტუციური, ისევე ეკონომიკური მიმართულებით, სწორად ვითარდება.
კეთილდღეობის ინდექსის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღნიშნულს ხელს უწყობს, ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რაც აღნიშნული ინდექსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.
მისივე განმარტებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მატება და მიმზიდველი ბიზნესგარემო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე დადებითად მოქმედებს.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, მიმზიდველი ბიზნესგარემო პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები გააჩნია.
ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ის მაღალი ზრდის ტრაექტორია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდებოდა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.