ვახტანგ ღამბაშიძე: დარწმუნებული ვარ, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი

ვახტანგ ღამბაშიძე

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ვახტანგ ღამბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად აგრძელებს.

კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, მათ საჭიროებები მოისმინა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყნაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ეფუძნება.

„გასულ დღეებში შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას, დღეიდან კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ ქალაქის მაცხოვრებლებთან შეხვედრებს. მოვისმინე ადგილობრივების პრობლემები და ვისაუბრე სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი,“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი პრობლემების საფუძვლიანი გაანალიზებაა, რათა მომავალში ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული პროექტები განხორციელდეს.