ტრამპი: ჩემთვის დიდი პატივია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დარეგულირებაში წვლილი შევიტანე, ამავდროულად, დავმეგობრდი ამ ორ დიდ ლიდერთან

ტრამპი

ჩემთვის დიდი პატივია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დარეგულირებაში წვლილი შევიტანე, ამავდროულად, დავმეგობრდი ამ ორ დიდ ლიდერთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, ეს სამუდამო მეგობრობა იქნება.

„დიდი პატივია, რომ წვლილი შევიტანე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის მოგვარებაში, ამავდროულად, დავმეგობრდი ამ ორ დიდ ლიდერთან და ადამიანთან, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ეს ჩემთვის, მაგრამ, რაც მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც სამუდამო მეგობრობა იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი.