არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
რთველის პერიოდში, მარნებში ტურისტული ნაკადების რაოდენობა იზრდება. კახეთში მდებარე ლომთაძეების მარნის მეპატრონის, თორნიკე ლომთაძის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯავშნები.
„რთველის პერიოდი უკვე აქტიურ ფაზაშია და ჩვენც აქტიურად ვიწყებთ ჯავშნების მიღებას სხვადასხვა ქვეყნებიდან. ტურისტების დაინტერესება ძალიან დიდია, კონკრეტულად ჩვენს მარანში სურთ გაეცნონ კრეფის, დაწურვის ტრადიციას. ჩვენს მარანში ჯავშნებს დაახლოებით თვე ნახევრის განმავლობაში ყოველდღე ვიღებთ. დღეში 2-3 ჯგუფი გვყავს და აქტიურ ფაზაშია უკვე შესული ტურისტული სეზონი“,-აცხადებს თორნიკე ლომთაძე.