„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, - წერს სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შესახებ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
„მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა ცესკოს თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდარიშვილთან, რათა კიდევ ერთხელ გამომეხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვებისთვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისთვის არის გრძელვადიანი და ფუნდამენტური ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.