ირანმა კატარში განლაგებული ამერიკული ავიაბაზის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
1750697563
კანონს არ უნდა დაუპირისპირდე. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა არის იმისთვის, თუ კომისიის სხდომაზე არ ცხადდები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრია ზომებია.
„უცნაურია, პოლიტიკური დევნა დაარქვა გარკვეული კანონის მოთხოვნების შესრულებას. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ რომ არ არსებობდეს, ნებისმიერი ქვეყანა, სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ვალდებული არიან, ის კანონი აღასრულონ, რომელიც არსებობს. რეალურად, ეს კანონი არც ჩვენ დროს არ ყოფილა მიღებული. კარგად ვიცით, რა ხდება ევროპაში და რა სასჯელებია აშშ-ში იმისთვის, თუ ვინმე კომისიის სხდომაზე მისვლაზე უარს აცხადებს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს საკითხი სიახლეა ხალხისთვის, მაგრამ არის რეალური სურათი – არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები, როგორ მიმდინარეობდა მმართველობა, როგორ მოხდა ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება, როგორ გაიძარცვა ხალხი, როგორც წაართვეს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კონკრეტული ადამიანები კომისიაზე არ მოდიან, რათა ამ მძიმე შეკითხვებს პასუხი არ გასცენ. რასაკვირველია, სამართალი მოითხოვს გარკვეულ აღსრულებას გარკვეული სტრუქტურების მიერ და აქ „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, გირაო გადაიხადა და გარეთ დარჩა, მაგრამ მოსამართლემ კანონი გადაშალა, კონკრეტული მუხლი შეარჩია და ამ მუხლს ვერ დაარღვევს. ხაზარაძეს არჩევანი ჰქონდა, ამ მძიმე კითხვებზე გაეცა პასუხები, ან შვიდი თუ რვა თვით პატიმრობაზე თანხმობა ეთქვა, მან მეორე აირჩია და წარმომიდგენია, რამდენად მძიმე იქნებოდა მისთვის, კომისიის სხდომაზე მისვლა, თუნდაც პატიმრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.