თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება - ნახეთ, დეტალები
1747828387
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრულმა სპეცსამსახურებმა ორი უკრაინელი ჯაშუში გამოავლინეს.
დაკავებულები მამაკაცები არიან. მათი სახელებია: როლანდ ცებერი და იშტვანე ჰოლო. კოვაჩის თქმით, ცებერი უკრაინული დაზვერვის არალეგალური თანამშრომელია, რომელიც უნგრეთის ოპოზიციასთან ურთიერთობდა, ხოლო ჰოლოს წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული.
როგორც უნგრეთი პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, ცებერი უნგრეთში პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებს ხვდებოდა, რათა უნგრეთის ოფიციალური პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით შეეცვალა.