საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
“დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. დღეს, საქართველოს მასშტაბით უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს ვდგავართ და დგას საქართველო და ქართველი ხალხი!”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს რომელმაც დღეს მსოფლიოს დაანახა ვის და რის მხარესაა.
მისივე თქმით, დღეს ყველა ერთად ვდგავართ სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დასაცავად.
“დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. დღეს, საქართველოს მასშტაბით უამრავი ხალხი ოჯახებით გამოვიდა ქუჩაში ( მეც მათ შორის) რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, სად და რა ღირებულებების მხარეს ვდგევართ და დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
ჩვენი არჩევანი რწმენით გადადგმული ღირსეული ნაბიჯებია! ჩვენ ტრადიციებით, კულტურით, იდენტობით, სარწმუნოებით ღირსეულად უნდა შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში რადგან ჩვენი სიძლიერე ამაშია და ყველამ ასეთი უნდა მიგვიღოს.
ჩემი მოკრძალებული მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც დღეს მსოფლიოს დაანახა ვის და რის მხარესაა, დღეს ყველა ერთად ვდგავართ სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დასაცავად.
ოჯახი - ზნეობრივ ურთიერთობებზე აგებული ბედნიერების საყრდენია.ბოლომდე დავიცვათ ჩვენი რწმენა და ოჯახები.უფალმა დაგვილოცოს ოჯახები!ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.