მძიმე ავარია თერჯოლაში მსხვერპლით დასრულდა - რა დეტალებია ცნობილი
1748614188
"ქართული ოცნება" აფუჭებს სტრატეგიულ ურთიერთობებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი კარგი, მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობა აღარ გვქონდეს," - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ტყუის, როდესაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს.
"სულ ტყუილია ის განცხადებები, არალეგიტიმური "ქართული ოცნებისაგან", რომ თითქოს, ისინი ცდილობენ, მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაციასთან კვლავ აღადგინონ სტრატეგიული ურთიერთობა," - აცხადებს გიორგი კაპანაძე