გარდაცვლილია ექსკურსიის მიკროავტობუსის მძღოლი - რა ინფორმაცია ვრცელდება შემთხვევის ადგილიდან
1780736305
ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირება უკიდურესად მწვავე ფაზაში გადავიდა. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.
ანა წითლიძემ ნიკა გვარამია პოლიტიკურ მანიპულაციებსა და პარტიული რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი საკუთარი თავის შექმნისთვის გამოიყენა:
"როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და, განსაკუთრებით, "ნაციონალური მოძრაობა" განიცდიდა ფინანსურ კრიზისს, შემთხვევით, ეს ხომ არ იყო გარიგება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაერთმიათ ხმები და შემდეგ ზუსტად ისე მიეტაცებინათ არჩევნები, როგორც მიიტაცეს 2024 წელს? როდესაც კითხვებზე პასუხი არ არის გილაურთან დაკავშირებით, მაშინ იწყება ეს ტანტრუმი სააკაშვილის წინააღმდეგ. ნიკა არამხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგი იყო, რომელმაც გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის რესურსი ყველანაირად იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეექმნა, ახლა, ფაქტობრივად, შეენაცვლა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და დაიკავა მისი პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში.
ხომ არ დაავიწყდა, 14 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი რომ მშიერი იყო და შიშველი ხელებით იბრძოდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, თვითონ რამდენს იღებდა ხელფასს ჯერ "რუსთავი 2-ში" და შემდეგ "მთავარში"? ამიტომაც, ამ თითის ქნევას "ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს გვარამიასგან, რადგან თუ ვინმემ გაძარცვა "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად არის ნიკა გვარამია," - განაცხადა ანა წითლიძემ.