ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ჰკ

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებსა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც, არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაო ტარდება. 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისა და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაზეც ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა.