ლაქები, რომლებიც არასდროს არ უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით

ლაქა

როდესაც საქმე რეცხვას ეხება, ცხელი წყალი საუკეთესო ვარიანტად ჩანს, მაგრამ ზოგიერთი ლაქის მოსაშორებლად ის ყოველთვის არ არის სწორი არჩევანი .

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ტიპის ლაქებისთვის მაღალ ტემპერატურას სინამდვილეში მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, რადგან ცხელ წყალს ლაქა უფრო ღრმად შეჰყავს ბოჭკოებში.

ცილოვანი ლაქები

ცილოვანი ლაქები, როგორიცაა სისხლიდან, ოფლიდან, რძის პროდუქტებიდან, კვერცხიდან, დედის რძიდან და ხორცის წვენებიდან მიღებული ლაქები, ყველაზე გავრცელებულია და ყოველთვის ცივი წყლით უნდა დამუშავდეს.

„ცილის ლაქების შემთხვევაში, როგორიცაა რძის პროდუქტები, სისხლი, ოფლი და სხვა საკვები, უმჯობესია ჯერ ცივი წყალი გამოიყენოთ. ცხელ წყალს შეუძლია ამ ლაქების გავრცელება, რაც მათ მოცილებას ართულებს“, - განმარტა ექსპერტმა.

ბალახისა და მცენარეების ლაქები

ბალახი, ჭუჭყი და მიწა ასევე საუკეთესოა ცივი წყლით დასამუშავებლად. ისინი შეიცავენ ორგანულ ნაერთებს, რომლებიც გაცხელებისას ცილოვანი ლაქების მსგავსად მოქმედებენ.

მელანი და საღებავები

უმჯობესია დალაქული ნივთი პირქვე დადოთ და შიგნიდან გარეთ ცივი წყლით გარეცხოთ, რათა პიგმენტი არ გავრცელდეს. უმჯობესია დალაქული ნივთები სხვა ტანსაცმლისგან ცალკე გარეცხოთ.

ღვინო და სასმელები ტანინებით

წითელი ღვინისა და ჩაის ლაქების მოცილება ცნობილია თავისი სირთულით, ცხელი წყალი კი პრობლემას მხოლოდ აუარესებს. სიცხემ შეიძლება ტანინები (ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც ამ ლაქებში გვხვდება) დააფიქსიროს, რაც მათ სრულ მოცილებას ართულებს.

ღვინის მსგავსად, პომიდორი და კენკრა შეიცავს მსგავს ნაერთებს, რომელთა მოცილებაც რთულია.  ლაქების მოსაშორებელი საშუალებები, როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი სითხე და გამოხდილი თეთრი ძმარი, ეფექტურია, ისევე როგორც ცივი წყალი.