რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მოწმეთა დაკითხვები გრძელდება - ათზე მეტი გამოკითხული პირი აცხადებს, რომ სამართლებრივი დეტალები არ იცის, და რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძეც. მისი ინტერვიუ ადასტურებს, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა.
პარალელურად, გამოცემა აქტიურად ცდილობს ექს-პრემიერის გამართლებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ამ მედიაკამპანიის უკან თავად ყოფილი პრემიერი დგას.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული პირველი წერილი, "ასავალ-დასავალის" მიერ შედგენილს ჰგავს.
"წერილი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, რაღაც შედგენილს ჰგავს, სწორედ "ასავალ-დასავალის" მიერ, იმიტომ, რომ თითქოს დიტო ჩუბინიძე, დომენტი ჩუბინიძე და ირმა ინაშვილი არიან ადამიანები, ვინც ქმნის ირაკლი ღარიბაშვილისაგან ფიგურას, რომელიც 5 წელიწადში თუ დაბრუნდა საქართველოს პოლიტიკაში, რასაკვირველია მოახდენს რაღაც ტექტონიკურ ძვრებს. ეს ვითარება გამოყენებული ასეთ ბნელ ფორმაში, ახასიათებს "ასავალ-დასავალს" და მე არ ვფიქრობ, რომ ამ თემის მიღმა არის დასატოვებელი ნებისმიერი პოლიტიკური თამაში, რომელსაც დიდი ხანია ეს კონკრეტული პირები ეწევიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.