აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
1780647255
ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური დაპირისპირება კვლავ მწვავდება. მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსა და "ფედერალისტებისა" თუ "ახლების" ლიდერების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, მიუხედავად მათ მიმართ "ტალახის სროლისა" და მწვავე რიტორიკისა, მათი პოლიტიკური ძალა ყურადღებას ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგზე ამახვილებს.
"მიუხედავად იმისა, რამდენად ბინძურ სიტყვას იტყვიან ჩვენთან დაკავშირებით, რამდენ ტალახს გვესვრიან, ჩვენ ვცდილობთ, ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით, ვცდილობთ, ვიყოთ ის პარტია, რომელიც ნამდვილად იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის, რომელსაც ნამდვილად უყვარს ჩვენი ქვეყანა და რომლისთვისაც მთავარი საქართველოს გადარჩენაა და არა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან კინკლაობა და დაპირისპირება," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.